Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 18

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 18

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები: ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. შენიშვნა: ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება; ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი. ბ 1 ) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა; დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას; ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად; ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში; ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, ხოლო „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობა. საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140 საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3112 - სსმ I, №31, 05.07.2010 წ., მუხ.195 საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 25  ნოემბრის  საოქმო ჩანაწერი   №3/9/682  – ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5579 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება №3/4/682 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 12 ოქტ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2023
  2. 12 ოქტ. 2016
  3. 27 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
  4. 10 დეკ. 2015
  5. 4 აპრ. 2014
  6. 5 ივლ. 2010
  7. 10 დეკ. 2002
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 დეკ. 2024 · №13

  • 7 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3საქართველოს სამოქა… 316³საქართველოს სამოქა… 316⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 19
  • 17
  • 22

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116
  • 118

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 16რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა
  • 15ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები
  • 32ორგანოს გადანერგვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი
  • 316²განცხადების შეტანა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 21მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი
  • 17ქსოვილის დონაციის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203191722316³316⁵316²116118211716153218
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 დეკ. 2024 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026