Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 19

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 19. ხარისხის უზრუნველყოფა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სმარტ კონტრაქტებიIP სტრატეგიაკომერციული ხელშეკრულებებისმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიბირჟაზე რეგისტრაცია და KYCკიბერუსაფრთხოების შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819202122

1.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად.

2.ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.

4.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მისი განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აღნიშნული სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს.

5.აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ ადეკვატური სისტემები და პროცედურები უნდა გამოიყენოს მისი საქმიანობის უწყვეტობისა და შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად.

6.ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური.

7.აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე, სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური უნდა იყოს. 7 1 . სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/ აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/ დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

8.აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური მისი წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.

9.ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს.

10.ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისთვის მიმართვის ფორმას ადგენს სამსახური.

11.სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის დაინტერესებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

12.პირს ეკრძალება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

13.ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი.

14.ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის  ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის ან/და გარიგების პარტნიორისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში.

15.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.

16.თუ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით.

17.აუდიტორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს.

18.მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს სამსახურთან სუბიექტების მიერ წარდგენილი აუდიტირებული ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

19.ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით გასცეს მითითებები და მიიღოს განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან და გარიგების პარტნიორისაგან.

20.ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. ეს შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  აისახება რეესტრში.

21.სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს.

22.აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი VI სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. საბჭოს უფლებამოსილებები

რედაქციების შედარება

1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად. 2. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. 4. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია შეიმუშაოს აუდიტისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სახელმძღვანელო და ჩამოაყალიბოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, მისი განვითარების, მეთვალყურეობისა და საქმიანობის შეფასების შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები. აღნიშნული სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის სათანადო პოლიტიკასა და პროცედურებს. 5. აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ ადეკვატური სისტემები და პროცედურები უნდა გამოიყენოს მისი საქმიანობის უწყვეტობისა და შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად. 6. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური. 7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე, სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური უნდა იყოს. 7 1 . სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/ აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/ დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით. 8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს მისი წარდგენიდან 2010 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს.ვადაში. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვისაკვირისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი. 9. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს. 10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისთვის მიმართვის ფორმას ადგენს სამსახური. 11. სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის დაინტერესებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 12. პირს ეკრძალება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. 13. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი. 14. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის  ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის ან/და გარიგების პარტნიორისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში. 15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება. 16. თუ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით. 17. აუდიტორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს. 18. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს სამსახურთან სუბიექტების მიერ წარდგენილი აუდიტირებული ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად. 19. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით გასცეს მითითებები და მიიღოს განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან და გარიგების პარტნიორისაგან. 20. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. ეს შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  აისახება რეესტრში. 21. სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს აუდიტის ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს. 22. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ვალდებულია თითოეული ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოქვეყნების დღიდან სულ მცირე 5 წლის განმავლობაში. გამჭვირვალობის შესახებ წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების წესს ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი დირექტივების/რეგულაციების მოთხოვნების დაცვით ადგენს სამსახური. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი VI სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. საბჭოს უფლებამოსილებები

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასტუმროს მართვის კონტრაქტები22 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სმარტ კონტრაქტების აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უსაფრთხოების აუდიტის სტანდარტები (ISO 27001)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP აუდიტი და შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლადო ჯავახიშვილი

ლადო ჯავახიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 14აუდიტორული მომსახურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
  • 16ეთიკის წესები და დამოუკიდებლობა
  • 15აუდიტის ჩატარების წესი

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 60ხარისხის სტანდარტები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 62ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოს დაცვის მართვის სტანდარტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 36²ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა
  • 26აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 23¹შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 31ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 23ხარისხის სისტემა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 28ხარისხის სისტემა
  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36²2623¹602824141615316223284319
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…მეზღვაურთა განათლებისა…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო აუდიტის სამ…სახელმწიფო შიდა ფინანს…ადამიანის სისხლისა და …

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო