Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 36

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 36. კომპეტენტური უწყება (უწყებები)

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომპეტენტური უწყება იქმნება სამინისტროს სისტემაში. კომპეტენტური უწყება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კოორდინირებულ, უწყვეტ და ლოჯისტიკურ მართვას ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების, ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის.

2.კომპეტენტური უწყების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, უფლებამოსილებები, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და სათანადო სამართლებრივი აქტით − საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია: ა) შექმნას გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში; ბ) შექმნას დონორთა ეროვნული რეესტრი, ცოცხალი დონორების რეესტრი და რეციპიენტთა რეესტრი და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება; გ) კოორდინაცია გაუწიოს ორგანოს დონაციისა და რეციპიენტზე ზრუნვის პროცესებში ჩართული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის განათლებასა და სწავლებას ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ამ პერსონალისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ორგანოების დონაციის საჭიროებისა და რეციპიენტისთვის მისი სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; დ) კოორდინაცია გაუწიოს გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის პროცესის სამედიცინო დაწესებულებებში სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვის/მართვის ღონისძიებებთან ინტეგრირებას ამ კანონის შესაბამისად; ე) მოამზადოს რეკომენდაციები გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით; ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების მექანიზმი ორგანოს მოპოვებიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ყველა ეტაპზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ზ) შექმნას და მართოს გარდაცვლილი დონორისა და ცოცხალი დონორის ორგანოების დონაციისა და გადანერგვის განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგის სისტემა; თ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ორგანოების საერთაშორისო გაცვლის პროცესი; ი) ზედამხედველობა გაუწიოს ორგანოების გადანერგვის სახელმწიფო მომსახურებას, კერძოდ, განაწილებასა და ორგანოების საერთაშორისო გაცვლას (საჭიროების შემთხვევაში); კ) შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ოპერაციული პროტოკოლების დამტკიცების პროცესის კოორდინაცია; ლ) ზედამხედველობა გაუწიოს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას; მ) განახორციელოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4.ორგანოების გადანერგვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და სათანადო წესების შესრულების კონტროლის მიზნით შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, მისი მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას; ბ) ქმნის კონტროლისა და ინსპექტირების სისტემას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას; გ) ქმნის ლიცენზირებული გადანერგვის ცენტრების რეესტრს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიოეთიკის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 39გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი
  • 37გადანერგვის ქსელი
  • 42ლიცენზირებული გადანერგვის ცენტრების რეესტრი

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 35კომპეტენტური უწყება (უწყებები)
  • 37კონტროლი და ინსპექტირება
  • 13დონორისა და რეციპიენტის დაცვა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 10კომპეტენტური ორგანო (ორგანოები)
  • 14კონტროლი და ინსპექტირება
  • 11სისხლის დაწესებულება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 33—
  • 26—

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
332661014113537133539374236
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ორგანოთა გად…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025