ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 6. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამინისტრომ, სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა უზრუნველყონ ყველა სათანადო ღონისძიების განხორციელება ორგანოების ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციისა და მათი დონაციისა და გადანერგვის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით.

2.სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად, აგრეთვე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების უანგარო (ალტრუისტული) დონაციის მნიშვნელობისა და რეციპიენტისთვის ასეთი დონაციის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები მოიცავს შესაბამის სამედიცინო, იურიდიულ, სოციალურ-კულტურულ, რელიგიურ, ეთიკურ და სხვა საკითხებს, განსაკუთრებით − ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა, ორგანოს დონაციაზე თანხმობის განცხადება და გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე დონორისა და რეციპიენტის უფლებები და მათი დაცვა.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სათანადო პროგრამა უნდა მომზადდეს, მიღებული უნდა იქნეს და უნდა განხორციელდეს სამინისტროს, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46¹¹46⁵316³1149¹632471532467355276
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…რეკლამის შესახებმაუწყებლობის შესახებადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა