Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 63

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 63. ზოგადი დებულებანი

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:მომხმარებლის უფლებების დანაშაულებისპონსორობაალკოჰოლი და თამბაქოტელეკომუნიკაციებიაზარტული თამაშებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³2⁴2⁶2⁷34677¹88¹8²91011121314151617

1.რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

2¹.აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.

2².აკრძალულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება.

2³.აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია.

2⁴.რეკლამაში ნებისმიერი სახით ომის პროპაგანდა აკრძალულია. 2​ 5 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ან ასაკის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ან/და ასეთი დისკრიმინაციის წახალისებას.

2⁶.რეკლამა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2⁷.აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს იმ ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. 2​ 8 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ახდენს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საშიში ქცევის წახალისებას. [ 2 9 . აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა, გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2 10 . დაუშვებელია ისეთი რეკლამის, ტელეშოპინგის ან სასპონსორო განცხადების განთავსება ან პროგრამაში ისეთი პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.მედიამომსახურების მიმწოდებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

4.რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით. # 5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

6.რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები.

7.ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის.

7¹.„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ალკოჰოლური სასმლის ტელეშოპინგზე. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფარმაცევტული პროდუქციის ტელეშოპინგზე.

8.აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის , საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე ტელეშოპინგის განთავსება , ხოლო სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64- ე მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში .

8¹.აკრძალულია საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელი მაუწყებლის მიერ ტელეშოპინ გის განთავსება.

8².აკრძალულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი რადიომაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის, რეკლამისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, აგრეთვე ამ რადიომაუწყებლის სასარგებლოდ სპონსორობა.

9.( ამოღებულია - 19.02.2015, №3088 ).

10.მაუწყებლის არხზე , გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან / და ტელეშოპინგის არხისა , რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის . ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც , მაგრამ ისე , რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა .

11.აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა: ა) ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა; ბ) რელიგიური ცერემონია; გ) პროგრამა, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია.

12.ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.

13.ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ .

14.საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ. საბავშვო პროგრამის ტელეშოპინგით შეწყვეტა დაუშვებელია.

15.მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.

16.დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს.

17.მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამის განთავსება აკრძალულია. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №863 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1189 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3618 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4448 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №126 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.

რედაქციების შედარება

1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. 2 1 . აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა. 2 2 . აკრძალულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. 2 3 . აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია. 2 4 . რეკლამაში ნებისმიერი სახით ომის პროპაგანდა აკრძალულია. 2​ 5 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ან ასაკის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ან/და ასეთი დისკრიმინაციის წახალისებას. 2 6 . რეკლამა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2 7 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს იმ ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. 2​ 8 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ახდენს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საშიში ქცევის წახალისებას. [ 2 9 . აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა, გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2 10 . დაუშვებელია ისეთი რეკლამის, ტელეშოპინგის ან სასპონსორო განცხადების განთავსება ან პროგრამაში ისეთი პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მედიამომსახურების მიმწოდებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. 4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით. 5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში. 6. რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები. 7. ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის. 7 1 . „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ალკოჰოლური სასმლის ტელეშოპინგზე. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფარმაცევტული პროდუქციის ტელეშოპინგზე. 8. აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის , საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე ტელეშოპინგის განთავსება , ხოლო სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64- ე მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში . 8 1 . აკრძალულია საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელი მაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის განთავსება. 9. ( ამოღებულია - 19.02.2015, №3088 ). 10. მაუწყებლის არხზე , გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან / და ტელეშოპინგის არხისა , რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის . ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც , მაგრამ ისე , რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა . 11. აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა: ა) ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა; ბ) რელიგიური ცერემონია; გ) პროგრამა, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია. 12. ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს. 13. ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ . 14. საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ. საბავშვო პროგრამის ტელეშოპინგით შეწყვეტა დაუშვებელია. 15. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. 16. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს. 17. მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამის განთავსება აკრძალულია. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №863 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1189 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3618 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4448 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ნოე. 2025· გამოქვეყნდა 2 აპრ. 2025
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეპუტაციული რისკის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არაეთიკური რეკლამა / მომხმარებლის მოტყუება (მუხლი 219)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მცდარი რეკლამის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფლუენსერ მარკეტინგის სამართლებრივი რეგულირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №85

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-02
6
რედაქცია
9
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადამიანის ორგანოთა… 6რეკლამის შესახებ 8რეკლამის შესახებ 9მუხლი 6მუხლი 64მუხლი 8მუხლი 9ადამიანის ქსოვილებ… 8ადამიანის ორგანოთა… 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 76

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 69¹პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება

რეკლამის შესახებ

  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა
  • 8³აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება
  • 5არაგარერეკლამა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158⁵აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა
  • 171⁴თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)
  • 171⁵თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 11საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 5—

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11³ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6158⁵898²8³5664897686763
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…რეკლამის შესახებმაუწყებლობის შესახებადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026