დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

1.ემიტენტი ვალდებულია დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღის ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამო აღნიშნული თანხის გამოყენება შეუძლებელი გახდება.

2.ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანგარიშის მწარმოებელთა ანგარიშებზე გადარიცხვას მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას, რაც მას შესაბამისი ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56¹1038¹403929¹915959618147510
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…სანოტარო მოქმედებათა შ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა