Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 38¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 38¹. ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობები ემიტენტის მიმართ

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:Web3 dApp დეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ემიტენტს უფლება აქვს, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს მხოლოდ რისკების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ დეპოზიტარს არ შეუძლია შეასრულოს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების მიმართ.

2.ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს უფლება, ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს, თუ ამ ემიტენტს შესრულებული აქვს ცენტრალურ დეპოზიტართან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს.

3.ემიტენტს უფლება აქვს, მომსახურების გაწევაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, გაუწიოს ემიტენტს შესაბამისი მომსახურება.

4.ცენტრალურ დეპოზიტარს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებს ემყარება.

5.ცენტრალური დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.

6.ემიტენტის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებსა და იმ საფონდო ბირჟებს, რომლებზედაც ემიტენტის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული.

7.თუ ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეჩერდა ან შეწყდა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეს არ აქვს უფლება, განახორციელოს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილი იმ ანგარიშის დადებეტება ან დაკრედიტება, რომელზედაც განთავსებულია ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, თუკი ცენტრალური დეპოზიტარის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ცენტრალური დეპოზიტარის წილის 10%-ზე მეტი, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს.

9.ცენტრალურ დეპოზიტარს, მისი მმართველი ორგანოს წევრს არ აქვს უფლება, იყოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომლის ფასიანი ქაღალდებიც ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაშია აღრიცხული. ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ემიტენტს უფლება აქვს, გამოუშვას ფასიანი ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მეშვეობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს მხოლოდ რისკების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ცენტრალურ დეპოზიტარს არ შეუძლია შეასრულოს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების მიმართ. 2. ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს უფლება, ემიტენტისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადოს, თუ ამ ემიტენტს შესრულებული აქვს ცენტრალურ დეპოზიტართან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მოთხოვნებს. 3. ემიტენტს უფლება აქვს, მომსახურების გაწევაზე ცენტრალური დეპოზიტარისგან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უარის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს. თუ უარი დაუსაბუთებელია, საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ დეპოზიტარს ავალებს, გაუწიოს ემიტენტს შესაბამისი მომსახურება. 4. ცენტრალურ დეპოზიტარს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებს ემყარება. 5. ცენტრალური დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს. 6. ემიტენტის მიერ ცენტრალურ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებსა და იმ საფონდო ბირჟებს, რომლებზედაც ემიტენტის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული. 7. თუ ცენტრალურ დეპოზიტარსა და ემიტენტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეჩერდა ან შეწყდა, ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეს არ აქვს უფლება, განახორციელოს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილი იმ ანგარიშის დადებეტება ან დაკრედიტება, რომელზედაც განთავსებულია ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, თუკი ცენტრალური დეპოზიტარის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 8. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ცენტრალური დეპოზიტარის წილის 10%-ზე მეტი, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს. 9. ცენტრალურ დეპოზიტარს, მისი მმართველი ორგანოს წევრს არ აქვს უფლება, იყოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომლის ფასიანი ქაღალდებიც ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაშია აღრიცხული. ემიტენტის მნიშვნელოვან წილზე ნაკლები წილის მფლობელობის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №47 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 1 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • NFT მინტინგ პლატფორმის შემუშავებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №50

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 38ცენტრალური დეპოზიტარი
  • 40ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და ნომინალური მფლობელის მოვალეობები
  • 56¹ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 8ემისიის მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა
  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 10დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 14უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება
  • 16პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის / მოვალის ვალდებულებები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
384056¹524261416538141038¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…დეპოზიტების დაზღვევის …ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026