Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებმუხლი 7

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 7. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ინვესტორს უფლება აქვს, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებები განახორციელოს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, ან ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ ინვესტორი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ მასთან ფლობს. ამ წესიდან გამონაკლისია შემდეგი შემთხვევები: ა)  ამ მუხლის შესაბამისად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუციასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას ან ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემთხვევაში; ბ) ემიტენტის მიმართ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნების ან კორპორაციული უფლებების განხორციელება; გ) ემიტენტის მიმართ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის შემოღება, რა შემთხვევაშიც უფლებები ემიტენტის მიმართ ხორციელდება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები ანგარიშის მწარმოებელმა შეიძლება განახორციელოს ინვესტორის სახელით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3.ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მოთხოვნას იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომლებიც ანგარიშის მწარმოებლის სახელით განთავსებულია ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე, ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი კოლექტიურად, ყველა ანგარიშის მფლობელის სახელით. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილია ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი ანგარიშის მფლობელის სახელით მოთხოვნას ახორციელებს შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ფასიანი ქაღალდები განაწილდება ანგარიშის მფლობელებს შორის მათი უფლებების პროპორციულად.

5.თუ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან/და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ანგარიშის მფლობელთა მოთხოვნის უფლება ვრცელდება აგრეთვე იდენტურ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ფლობს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებელი თავის სასარგებლოდ, ანგარიშის მფლობელთა უფლებების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით.

6.ანგარიშის მფლობელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა იმ უფლებების პროპორციულად, რომლებიც ვერ დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

7.იმ არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, რომელიც ვალდებულია განახორციელოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოს იმავე რაოდენობის დასაბრუნებელი იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები (არსებობის შემთხვევაში).

8.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით. სხვა ანგარიშის მწარმოებელს შეარჩევს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი.

9.ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში არ შედის ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმართ მოთხოვნის უფლება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად აქვთ ანგარიშის მფლობელებს.

10.თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ანგარიშის მწარმოებელია, მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისას გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-9 პუნქტები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 6დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება
  • 5ფლობის რეჟიმი
  • 2ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 10საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი
  • 19გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით
  • 56¹ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹ (მეორე)5 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 929¹დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 32¹უფლებები ფასიან ქაღალდებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

მეწარმეთა შესახებ

  • 162აქციათა რეესტრი, აქციის ფლობა, მასზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101956¹929¹37¹ (…32¹52162652227
მნიშვნელობით ახლოსდემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 7 დეკ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026