Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 56¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 56¹. ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადება, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა.

2.ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე განახორციელოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება იმ მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდა. ცენტრალური დეპოზიტარი იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას, რომლებიც ნომინალურ მფლობელობაში არცერთ მონაწილეს (ანგარიშის მწარმოებელს) არ ჰქონია, განახორციელებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს გადასცეს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომლებიც ფასიანი ქაღალდების რეესტრშია დაცული.

4.რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე პრეტენზიას აცხადებს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად  უნდა უზრუნველყოს მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა. რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნამდე ჩერდება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის/ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე უფლებები.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარი შესაბამისი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას განახორციელებს მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რაც მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) მიერ ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტების საფუძველია.

6.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის დამატებითი წესები და მოთხოვნები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს შესაბამისი ვალდებულებები.

7.ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ნომინალური მფლობელი 2024 წლის 1 მარტამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ამ მუხლით დადგენილი წესით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანამდე მოქმედებენ 2024 წლის 1 მარტამდე არსებული წესით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადება, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა. 2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე განახორციელოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება იმ მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდა. ცენტრალური დეპოზიტარი იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას, რომლებიც ნომინალურ მფლობელობაში არცერთ მონაწილეს (ანგარიშის მწარმოებელს) არ ჰქონია, განახორციელებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ემიტენტსა და ცენტრალურ დეპოზიტარს გადასცეს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი, რომლებიც ფასიანი ქაღალდების რეესტრშია დაცული. 4. რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე დაკრედიტებულ ფასიან ქაღალდებზე პრეტენზიას აცხადებს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად  უნდა უზრუნველყოს მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნა. რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნამდე ჩერდება შესაბამისი ფასიანი ქაღალდის/ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე უფლებები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ მონაწილესთან (ანგარიშის მწარმოებელთან) ფასიანი ქაღალდების ანგარიშის გახსნის შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარი შესაბამისი რაოდენობის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას განახორციელებს მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რაც მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) მიერ ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტების საფუძველია. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციის დამატებითი წესები და მოთხოვნები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს შესაბამისი ვალდებულებები. 7. ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ნომინალური მფლობელი 2024 წლის 1 მარტამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ამ მუხლით დადგენილი წესით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანამდე მოქმედებენ 2024 წლის 1 მარტამდე არსებული წესით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2023 – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 1 ნოე. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 56²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №50

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 10საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი
  • 38¹ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობები ემიტენტის მიმართ
  • 8ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 10დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა
  • 7დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ
  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 929¹დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 32¹უფლებები ფასიან ქაღალდებზე

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 14სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹ (მეორე)5 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კლიენტების ფასიანი ქაღალდები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 41გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1038¹8929¹1437¹ (…32¹5241107256¹
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…დემატერიალიზებული ფასი…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…სახელმწიფო ვალის შესახ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026