დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

მუხლი 5. ფლობის რეჟიმი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს შეიძლება ფლობდეს მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლის/ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით).

2.ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე.

3.თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი − ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

4.უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის  (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას/დოკუმენტებს და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1010¹56¹929¹1437¹ (…32¹5216297135
მითითებამნიშვნელობით ახლოსდემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…კომერციული ბანკების სა…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს ეროვნული ბ…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა