აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

მუხლი 3. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.

2.ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის  თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1054 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2762 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6977-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ექსპროპრიაციის უფლების მქონე სუბიექტად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად მუნიციპალიტეტია დასახელებული, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები ერთ ფორმულირებაში გაერთიანდა, ხოლო „თაობაზე“/„აგრეთვე“ რედაქციულად გადალაგდა.

  2. მე-2 პუნქტში სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის წინადადებაში სიტყვა „აგრეთვე“ გადავიდა სიტყვების „უნდა შეიცავდეს“ შემდეგ, ხოლო კომპენსაციის მითითებიდან ამოღებულია სიტყვა „აუცილებლობის“, ამიტომ მითითება ეხება თვით კომპენსაციით უზრუნველყოფას.

  3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსობრივი მოთხოვნა ახლა მიუთითებს წინასწარ, სრულ და სამართლიან კომპენსაციაზე და არა „სათანადო“ კომპენსაციაზე.

  4. პირველ პუნქტში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და გარდაუვალობის განმსაზღვრელი აქტი პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მინისტრის ბრძანებაა.

  5. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში უფლების მიმნიჭებელ სუბიექტებს დაემატა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო გადაწყვეტილების სავალდებულო შინაარსში კომპენსაციის გადახდის მითითება შეიცვალა მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის მითითებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62511813519122669393
მითითებამნიშვნელობით ახლოსაუცილებელი საზოგადოებრ…საქართველოს კონსტიტუცი…საზოგადოებრივი საჭიროე…საინვესტიციო საქმიანობ…ლიცენზიებისა და ნებართ…კანონი საქართველოს საბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა