კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 56. მიწათმოსარგებლეთა მოვალეობანი სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებისას

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებით, მოვალენი არიან მეცნიერების მიღწევების და მოწინავე გამოცდილების საფუძველზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით:

1)შეიტანონ ორგანიზაციულ-სამეურნეო მოწყობის გეგმებსა და საწარმოო-საფინანსო გეგმებში ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და მიწის რაციონალურად გამოყენების კონკრეტული ღონისძიებანი;

2)დანერგონ ზონალური პირობებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის შესაბამისად, მიწათმოქმედების ყველაზე ეფექტიანი სისტემები. უზრუნველყონ მეურნეობის დარგების ეკონომიურად ხელსაყრელი შეხამება, შემოიღონ და აითვისონ თესლბრუნვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოაქციონ გამოუყენებელი მიწები;

3)განავითარონ მიწების მორწყვა, ამოშრობა და გაწყლიანება, გააუმჯობესონ მდელოები და საძოვრები, გააკირიანონ და გაათაბაშირიანონ ნიადაგი;

4)მიიღოს ზომები ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის, მეწყრების, მიწების დაჭაობებისა და დამლაშების წინააღმდეგ, გააშენონ მინდორსაცავი ნარგავები, ტყეები და შეამაგრონ ქვიშრობები, ხევები და ფლატეები, მდინარეთა და წყალსატევების ნაპირები, არ დაუშვან ნიადაგის გაჭუჭყიანება;

5)გაწმინდონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ქვებისაგან, ბუჩქ-ჯაგნარისაგან, იბრძოლონ სარეველების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებათა წინააღმდეგ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებით, მოვალენი არიან მეცნიერების მიღწევების და მოწინავე გამოცდილების საფუძველზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით: 1) შეიტანონ ორგანიზაციულ-სამეურნეო მოწყობის გეგმებსა და საწარმოო-საფინანსო გეგმებში ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და მიწის რაციონალურად გამოყენების კონკრეტული ღონისძიებანი; 2) დანერგონ ზონალური პირობებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის შესაბამისად, მიწათმოქმედების ყველაზე ეფექტიანი სისტემები. უზრუნველყონ მეურნეობის დარგების ეკონომიურად ხელსაყრელი შეხამება, შემოიღონ და აითვისონ თესლბრუნვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოაქციონ გამოუყენებელი მიწები; 3) განავითარონ მიწების მორწყვა, ამოშრობა და გაწყლიანება, გააუმჯობესონ მდელოები და საძოვრები, გააკირიანონ და გაათაბაშირიანონ ნიადაგი; 4) მიიღოს ზომები ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის, მეწყრების, მიწების დაჭაობებისა და დამლაშების წინააღმდეგ, გააშენონ მინდორსაცავი ნარგავები, ტყეები და შეამაგრონ ქვიშრობები, ხევები და ფლატეები, მდინარეთა და წყალსატევების ნაპირები, არ დაუშვან ნიადაგის გაჭუჭყიანება; 5) გაწმინდონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ქვებისაგან, ბუჩქ-ჯაგნარისაგან, იბრძოლონ სარეველების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებათა წინააღმდეგ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³131765946895521056
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა