Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 13

წიაღის შესახებ

მუხლი 13. წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებაბუნებრივი რესურსებიდაბინძურების კონტროლიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა; გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები; დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით; ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ; ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით; თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2.თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღით მოსარგებლე ვალდებულია: ა) ისარგებლოს წიაღით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის; ბ) უზრუნველყოს წიაღისეული რესურსების რაციონალური და კომპლექსური გამოყენება, გარემოსა და წიაღის დაცვა; გ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები; დ) უზრუნველყოს წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოებისას წიაღის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, ტყის, დაცული ტერიტორიების, ისტორიისა და კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა დადგენილი ნორმების მიხედვით; ე) შეისწავლოს წიაღი კომპლექსურად, უზრუნველყოს შესაბამისი გეოლოგიური, სამარკშეიდერო და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; ვ) წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი დაძიებული, მოპოვებული და წიაღში დარჩენილი მარაგების, წიაღისეულში არსებული კომპონენტების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტების შესახებ; ზ) უზრუნველყოს საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება (კონსერვაცია), რომ შესაძლებელი იყოს მომავალში მათი გამოყენება, გამოყენებისათვის უვარგისი კი გაანადგუროს დადგენილი წესით; თ) შეაჩეროს სამუშაოები წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ი) დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიყვანოს წიაღით სარგებლობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები უსაფრთხო და გამოსადეგ მდგომარეობაში; კ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. თუ ლიცენზიის გაცემის შემდეგ აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულისა და მისი თანმხლები ძვირფასი კომპონენტების ახალი სახეობები ან სხვაობა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებულ და რეალურად არსებულ მარაგებს შორის, ან შეიცვალა წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი
  • სამთო ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 47წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები
  • 12წიაღით მოსარგებლის უფლებები
  • 6წიაღით სარგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 57⁴სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა
  • 56წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 43ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები
  • 36ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლები

წყლის შესახებ

  • 41წყალმოსარგებლის ვალდებულებანი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 37წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 299წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 28ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
372992857³57⁴564712641433613
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტყის კოდექ…წყლის შესახებკოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026