კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტები განლაგებულ უნდა იქნეს რაიონული დაგეგმარების დამტკიცებული სქემის, შიდასამეურნეო მიწათმოწყობის, მორწყვისა და ამოშრობის პროექტების და დასახლებული პუნქტების განაშენიანების გენერალური გეგმების შესაბამისად. ამ დოკუმენტების უქონლობისას შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგების ადგილს განსაზღვრავს სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. სარწყავი, ამოშრობილი და სახნავი მიწების, აგრეთვე მრავალწლიანი ხეხილის ბაღის, ჩაის პლანტაციებისა და ვენახის ფართობების გამოყენება იმ ობიექტების მშენებლობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის წარმოებასთან, შეიძლება განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 57. შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

