კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 77. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით დაკავებული ფართობის ჩათვლით, გამოუყოფენ შემდეგ ნორმის ფარგლებში:

1)საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ – 0,25 ჰექტარამდე; ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში, კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში.

2)სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად, – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად – 0,25 ჰექტარამდე;

3)სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტების მოქმედება, აგრეთვე სოფელ ადგილებში მცხოვრებ პენსიონრებსა და ინვალიდებს – 0,15 ჰექტარამდე, სოფლად მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა მოქალაქეებს დაწესებული ნორმის ზევით სარგებლობაში შეიძლება დაუტოვონ მიწათსარგებლობის მოწესრიგების შედეგად წარმოქმნილი მიწის პატარა ნაკვეთები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, თუ მათი გამოყენება კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების ან სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო საჭიროებისათვის ან სხვა მოქალაქეებისათვის გადაცემა შეუძლებელია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივლ. 1971 – 31 დეკ. 1987 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21460151320411866375767977
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს სამოქალაქო…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს საგადასახა…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა