Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 204

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 204. მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:მიწის ნაკვეთის შეფასებაუძრავი ქონების გადასახადიპირადი საგადასახადო დაგეგმვაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში: ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) და საკარმიდამოსათვის: ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი ( ლარი / ჰა ) სახნავი და საკარმიდამო 1. თბილისი ( გარდა თბილისის დასახლებებისა ( სოფლებისა ), მარნეული 100 2. ბოლნისი , გარდაბანი , თბილისის დასახლებები ( სოფლები ): წავკისი , კოჯორი , ტაბახმელა , შინდისი , დიდება , კვესეთი , სამადლო , კიკეთი , ნასაგურალი , ახალდაბა , დიდი ლილო , ვარკეთილი 95 3. რუსთავი , ბათუმი , გაგრა , გალი , გუდაუთა , გულრიფში , ოჩამჩირე , სოხუმი , ტყვარჩელი 94 4. ქობულეთი , ხელვაჩაური , გურჯაანი , დედოფლისწყარო 87 5. თელავი , ლაგოდეხი , სიღნაღი 86 6. ყვარელი , გორი , მცხეთა , ახმეტა , დმანისი , ერედვი , თიღვი , თბილისის დასახლებები ( სოფლები ): დიღომი , მშრალხევი , დაბა ზაჰესი , გლდანი , დიდგორი , ზურგოვანა , თელოვანა , ძველი ვეძისი , აგარაკი , თხინვალი , სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები , გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები , მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები , ხევძმარის მიმდებარე „ ავშიანის “ დასახლება , ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა , რესის მიმდებარე დასახლება , თბილისის ზღვის არსებული დასახლება 82 7. კასპი , თეთრი წყარო , სამტრედია 81 8. საგარეჯო , ქარელი , ხაშური 79 9. ქურთა , წალკა 77 10. აბაშა , ზუგდიდი 77 11. ახალქალაქი , ახალციხე 77 12. მარტვილი , სენაკი , ხობი , ფოთი 76 13. ნინოწმინდა 76 14. ახალგორი , ვანი , ზესტაფონი , ლანჩხუთი , ოზურგეთი 73 15. ბაღდათი , თერჯოლა , ხონი , ქუთაისი 71 16. წალენჯიხა , წყალტუბო , ჩხოროწყუ 67 17. საჩხერე , ცაგერი , ცხინვალი 65 18. ამბროლაური , დუშეთი , თიანეთი , ადიგენი , ბორჯომი 61 19. ასპინძა , ტყიბული , ხულო , ქედა 60 20. შუახევი , ხარაგაული , ჭიათურა , ლენტეხი , ონი , ჩოხატაური , მესტია , სტეფანწმინდა , ჯავა 56 ბ) სათიბისა და საძოვრისათვის: ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი ( ლარი / ჰა ) სათიბი საძოვარი 1. აბაშა , ახალქალაქი , გორი , ბათუმი , ბოლნისი , გაგრა , გალი , გარდაბანი , გუდაუთა , გულრიფში , გურჯაანი , დმანისი , ზუგდიდი , თბილისი , თეთრი წყარო , თელავი , ლაგოდეხი , ლანჩხუთი , მარნეული , მცხეთა , ნინოწმინდა , ოზურგეთი , ოჩამჩირე , რუსთავი , სამტრედია , სენაკი , სიღნაღი , სოხუმი , ქუთაისი , ქობულეთი , ყვარელი , წალკა , წყალტუბო , ხელვაჩაური , ხობი , ფოთი 20 16 2. დედოფლისწყარო 20 7 3. ადიგენი , ასპინძა , ახალგორი , ბაღდათი , ბორჯომი , ვანი , ზესტაფონი , თერჯოლა , თიანეთი , კასპი , მარტვილი , საგარეჯო , საჩხერე , ტყიბული , ქარელი , ქედა , შუახევი , ჩოხატაური , ჩხოროწყუ , წალენჯიხა , ხარაგაული , ხაშური , ხონი , ხულო , ახალციხე 19 15 4. ამბროლაური , დუშეთი , ლენტეხი , მესტია , ონი , ყაზბეგი , ცაგერი , ცხინვალი , ჭიათურა , ჯავა 16 10 5. ახმეტა 16 5 გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით; დ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

1¹.(ამოღებულია – 28.12.2012, №189).

2.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით: ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

3.ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

4.მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

5.ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოების, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.428 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3968-სსმI, №74, 24.12.2010წ., მუხ.449 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი № 4854 - ვებგვერდი, 02.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №167 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2019 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  2. 4 ივნ. 2015 – 1 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 2 ივლ. 2019

    204-ე მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტის სახნავის აღწერა შეიცვალა ტერმინით „მრავალწლოვანი“ და საბაღე-საბოსტნე ამოღებულია; „ბ“ ქვეპუნქტსა და ცხრილის სვეტებში სათიბი და საძოვარი მხოლობით რიცხვშია, ბუნებრივი და გაკულტურებულის მითითების გარეშე.

  3. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  4. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    204-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა ერთეულების მიხედვით ლარში დადგენილი საბაზისო განაკვეთებით, ხოლო 1¹ ნაწილი ამოღებულია.

  5. 29 მაი. 2012

    პირველ პუნქტში ამოღებულია ტყის მიწების ცალკე „ბ“ ქვეპუნქტი და ადგილობრივი ორგანოს განაკვეთის ზღვარი (150 პროცენტი) ახლა „ა“ ქვეპუნქტის საბაზისო განაკვეთს უკავშირდება. მე-3 პუნქტში ლიცენზიით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 3 ლარით, საბაზისო განაკვეთზე მითითების გარეშე.

  6. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    204-ე მუხლის პირველ ნაწილში ა.ბ ქვეპუნქტი ეხება სახნავსა და საკარმიდამოს, ხოლო 150 პროცენტიანი ზღვარი ა.ა და ა.ბ ქვეპუნქტებს უკავშირდება. 1¹ ნაწილი ახლა ყველა ტყის მიწას მოიცავს და სასოფლო-სამეურნეოდ გამოყენებული ტყის მიწებისთვის 50–100 ლარის ახალი საბაზისო განაკვეთი შემოდის.

  7. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    204-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთის გაანგარიშების ცალკე წესს ადგენს.

  8. 22 დეკ. 2010

    204-ე მუხლის მე-3 ნაწილში ლიცენზიით გამოყოფილი მიწის დაბეგვრის წესი აღარ მიუთითებს პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო მთავრობის მიერ დადგენილ წლიურ საბაზისო განაკვეთს ერთ ჰექტარზე 3 ლარამდე ზღვარი დაესვა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 203შემდეგი მუხლი 205

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სარეკრეაციო და სატყეო მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფასების დინამიკის ანალიზი უბნების/ქალაქების მიხედვითსერვისის გვერდი
  • ფიზიკური პირის ქონების გადასახადისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 8 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 20 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 202ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
  • 200ცნებების მნიშვნელობა ამ კარის მიზნებისათვის
  • 203მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 110 (დანართი 1)დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი
  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 77საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 8სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 6საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 132სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 68სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 4მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 6¹ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების სხვა საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹68202200203110 (…88 (დ…4132877204
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…კანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…ფიზიკური და კერძო სამა…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026