1.დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2.მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საკურატორო დანაყოფებს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3.დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №925 - ვებგვერდი, 30.11.2012წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. თავი IV დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქონება

