საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 9 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.

2.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.

3.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და სოციალური გარანტია, რომელიც დაწესებულია შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების, ქვეგანყოფილებების და ჯგუფების მეშვეობით.

5.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სრული სახელწოდებაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

6.დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და სხვა საბანკო ანგარიშები, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

7.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 04.04.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 28.02.2025წ. თავი II დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁰14²¹24816313524141
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…სააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…იურიდიული დახმარების შ…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა