საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 9 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმართავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობას, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. მასვე ეკისრება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლობა და პირადად აგებს პასუხს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

4.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის; ა 1 ) კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში; გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია; დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი; ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები; თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები; ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები; ი 1 ) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით განსაზღვროს დაცვითი მომსახურების სახეები და მათი ტარიფები, გარდა ფიზიკურ პირთა დაცვისა და ავტომანქანის დროებით ბალანსზე აყვანის მომსახურებისა; კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებს.

5.დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია: ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა; ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს შინაგან საქმეთა მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1368 - სსმ III, №160, 29.11.2006წ., მუხ.2189 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №1075 - სსმ III, №107, 31.08.2009წ., მუხ.1229 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 22.11.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 მაისის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 07.05.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 20.10.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 09.09.2025წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁰718¹6311376151375
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ფინანსთა ს…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა