Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 14

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 14. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის ეროვნული ბანკის მიერ დანიშვნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2.ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს  ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მეორედ უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით.

3.ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციისთვის, მისი აქტივების განკარგვისა და ინვესტორთა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ქმედებები. ლიკვიდატორი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

4.ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებების გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები არ იცვლება.

5.ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება.

6.ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდაციის დაწყებამდე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სახელით განხორციელებული შემდეგი ქმედებები და მოითხოვოს მათი ბათილობა: ა) ქმედება, რომლის მიზანია სალიკვიდაციო მასის შემცირება, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა ლიკვიდაციისას კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის; ბ)  ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებამდე განხორციელდა და რისი შედეგიცაა სალიკვიდაციო მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება; გ) ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული იყო.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი განხორციელდა ლიკვიდაციის დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება, რომელიც სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი ლიკვიდაციის დაწყებამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 17სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშების წარდგენა
  • 16სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება
  • 15ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 83ლიკვიდატორი
  • 84ლიკვიდატორის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31¹10¹37¹²55³3183843917161514
მნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სისხლის სა…მიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026