Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 13

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 13. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყება, ლიკვიდაციის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:DeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ამ თავით წესრიგდება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები.

2.ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (გარდა რამდენიმე განყოფილებისგან შემდგარი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა) გადახდისუუნარობა; ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მისი დაშლის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში − პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით.

3.დასაშვებია ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი სხვა განყოფილების ლიკვიდაციის გარეშე, განცალკევებულად ლიკვიდაცია. სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების გადახდისუუნარობა; ბ) სეკიურიტიზაციის განყოფილების წილის/პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს შესაბამისი კრედიტორის მიმართვის საფუძველზე. გადახდისუუნარობის საფუძვლით სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების მიზნებისთვის გაითვალისწინება უშუალოდ ამ განყოფილების აქტივები და ვალდებულებები.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/ სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი აქტივების მმართველი კომპანიის მიმართვის საფუძველზე.

6.ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია, − სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი. სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სარგებლობს იმავე უფლებებით და ეკისრება იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ მმართველი ორგანოს წევრებს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.

7.თუ ლიკვიდაციის პროცესში ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდატორი თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორით ჩაანაცვლოს.

8.თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია გადახდისუუნარობა ან, სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, − სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი.

9.ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორზე გადადის ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან დაკავშირებით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი აქტივების მმართველი კომპანიის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

10.ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება.

11.სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

12.„მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები არ ვრცელდება ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (მათ შორის, მის განყოფილებაზე). ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით ადგენს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელ დამატებით წესებს.

13.ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე ან მის განყოფილებაზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

14.ამ კანონის მე-14−მე-17 მუხლებით დადგენილი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციაზე.

15.ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებისა) მოქმედება არ ვრცელდება არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის წარმოებაზე. არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაცია და გადახდისუუნარობა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების გათვალისწინებით წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიკვიდურობის მიწოდება (LP) და impermanent loss-ის მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 3ზოგადი დებულებები
  • 8სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია
  • 16სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება
  • 49³სეკიურიტიზაციის ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 75ლიკვიდაციის პროცესის წარმოება
  • 39სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31²საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება
  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31²31¹10¹49⁴49³75394172230381613
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სისხლის სა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026