Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებმუხლი 16

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 16. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიტოკენ შეთავაზებებიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაDeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები კრედიტორებსა და სხვა პირებზე გაანაწილოს ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ამასთანავე, იმ პირებს შორის ურთიერთობაში, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად აქტივების განაწილების სპეციალური წესი, აქტივების განაწილებისას უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ დებულებებს.

2.თითოეული უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა ან მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება) დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნები).

3.თუ არსებული აქტივები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად, ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.

4.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებული აქტივები წინა რიგის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისია და ამით წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი აქტივები განაწილდება წილის/პაის მფლობელებზე მათი წილის/პაის პროპორციულად.

5.იმ კრედიტორისთვის განკუთვნილ თანხას, რომლის არსებობის თაობაზედაც ლიკვიდატორისთვის ცნობილია და რომელმაც დადგენილ ვადაში არ წარადგინა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით, ლიკვიდატორი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებს. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე−441-ე მუხლების დებულებები.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილება კრედიტორებს შორის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიკვიდურობის მიწოდება (LP) და impermanent loss-ის მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 441მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 14ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები
  • 20რისკების მართვა
  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 76აქტივების განაწილება
  • 36საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან
  • 32აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31²საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49⁴სეკიურიტიზაციის განყოფილება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 105უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31²10¹44149⁴7636321051222142016
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიან ქაღალდებად გარდ…საქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026