Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 31¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 31¹. საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმებისას იწყება სუბიექტის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. ამ პირზე გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე.

3.საბროკერო კომპანიის ლიცენზიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის გაუქმების, სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4.ლიკვიდატორი ვალდებულია სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია მათი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობა და საფუძველი.

5.ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს: ა) გარიგება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი მონაწილეობდა; გ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს) არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას.

6.ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის აქტივები (გარდა ამ კანონის 31 2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს სუბიექტის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას მის გადაცემაზე კრედიტორის/მოვალის თანხმობაა საჭირო, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორის/მოვალის თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. მისი თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები.

7.ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება.

8.ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში სუბიექტის სახელით განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად დაკავშირებულმა პირებმა საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღეს ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლეს, რამაც სუბიექტს ან/და მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 31²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31²საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება
  • 31საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 14ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 48¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია
  • 48სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები

დაზღვევის შესახებ

  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31²3110¹33³37¹²55³48¹4831391431¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…ფასიან ქაღალდებად გარდ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026