1.ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოების საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობის წესსა და პირობებს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, პირის სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემასა და სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს.
2.ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული სასამართლოს განჩინება და განაჩენი, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოების საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობის წესსა და პირობებს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, პირის სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემასა და სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს.2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული სასამართლოს განჩინება და განაჩენი, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.