პენიტენციური კოდექსი

მუხლი 141. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო. „2. საავადმყოფოში მოწყობილი დროებითი საგუშაგო შედგება ესკორტირების ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შეიძლება სხვა მოსამსახურეებით გაძლიერდეს.“.

3.თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადამდები დაავადება დაუდასტურდა ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული გადამდები დაავადების მატარებელია, და იგი მკურნალობის/დიაგნოსტირების მიზნით სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოშია განთავსებული, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მისი მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილს, მეუღლეს, პირს, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელს (მშვილებელს), დედინაცვალს, მამინაცვალს, მეუღლის მშობელს, გერს, ნაშვილებსა და მის შთამომავალს, შვილიშვილს, დას, ძმას, დისშვილს, ძმისშვილსა და მათ შვილებს, ბებიას, პაპას, ბიძას (დედის ძმას, მამის ძმას), დეიდას, მამიდას, ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს, პირს, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და სიხშირით მონახულების უფლება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირს, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის/ფეხსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.

5.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას მის მოსანახულებლად აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით, საავადმყოფოში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები.

6.იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას, რომელსაც ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გადაყვანილი.

7.სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გადაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

8.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 119-ე−123-ე მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები.

9.ამ მუხლის საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისა და ყოფნის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 ნაწილში საგუშაგოს შემადგენელი ჯგუფი ახლა „ესკორტირების“ ჯგუფია, ხოლო მეორე წინადადება სიტყვათა რიგის ცვლილებით ჩამოყალიბდა; სხვა მოსამსახურეებით გაძლიერების შესაძლებლობა უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4712¹1017²1831807¹64³1236914013948141
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისამედიცინო-სოციალური ე…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა