Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 69

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 69. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები; თ) (ამოღებულია - 24.06.2025, №703).

2.პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3.დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციისთვის განკუთვნილი სხვა ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების შესახებ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

7.პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, ვიდეოგადაღება.

8.საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.

9.პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ პირს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.

10.საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.

11.სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XIII ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები; თ) (ამოღებულია - 24.06.2025, №703). 2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე   აუდიო-, ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციისთვის განკუთვნილი სხვა ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების შესახებ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა. 7. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, ვიდეოგადაღება. 8. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით  – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. 9. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ პირს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი. 10. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება. 11. სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XIII ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

    69-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს აძლევდა სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 25 ივნ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 58

მიუთითებენ მასზე

მუხლი 141მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 66პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება
  • 57პენიტენციური დაწესებულების დებულება. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი და სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
  • 124მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 12პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 15¹პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 91არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 18სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 45
  • 46

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 15

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165¹პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ძებნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
454615¹15165¹1891895814166571241269
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს პარლამენტი…საქართველოს პარლამენტი…არასრულწლოვანთა მართლმ…სახელმწიფო საიდუმლოები…პაციენტის უფლებების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026