Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 63

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 63. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი; ბ) დამაწყნარებელი პერანგი; გ) დამაწყნარებელი სკამი; დ) დამაწყნარებელი საწოლი; ე) ხელკეტი; ვ) ცრემლსადენი გაზი; ზ) წიწაკის გაზი; თ) არალეტალური იარაღი; ი) აკუსტიკური საშუალება; კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა; ლ) წყალსატყორცნი; მ) სასამსახურო ძაღლი.

2.სპეციალური საშუალებები გამოიყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელბორკილი – იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით; გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად; დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად; ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, მის მიერ დაკავებული იმ ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც იგი თავს აფარებს; ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად; თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.

3.სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.

4.სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.

5.სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

6.სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.

7.სპეციალური საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა) გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს. სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ, პირველი შესაძლებლობისთანავე ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება.

8.სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

9.სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის გენერალურ დირექტორს.

10.ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სპეციალური საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა) გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს.

11.სპეციალური საშუალებები (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.

12.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ, რომლებზედაც შესაბამისი უფლებამოსილი პირი უკვე ახორციელებს კონტროლს.

13.დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლით განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია.

14.დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.

15.ქალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება.

16.სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს სპეციალურ საშუალებებს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.

17.სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული შესაბამისი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობა.

18.მოსამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების სახეები, ამ საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 62უსაფრთხოების ღონისძიებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 25სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 14სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 33სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 22სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება

თავდაცვის კოდექსი

  • 154სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁵—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11914⁴221433313⁵34251546263
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…პოლიციის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…თავდაცვის კოდექსიფინანსური პოლიციის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026