ტურიზმის შესახებ

მუხლი 45. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების შემთხვევაში გადახდა ხორციელდება გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება გადახდის გრაფიკისგან. გადახდები, საწევრო შენატანის ჩათვლით, ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად უნდა დაიყოს. მოვაჭრემ გადახდასთან დაკავშირებული წერილობითი მოთხოვნა უნდა გაგზავნოს გადახდის ყოველ თარიღამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით.

2.მომხმარებელს მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ შეუძლია დაჯარიმების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რისთვისაც მან ყოველ ჯერზე შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. ეს უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
170369661612817313584242464445
მნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს შრომის კოდ…საზღვაო კოდექსიმოხალისეობის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა