საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 11 (დანართი 1). საგამოცდო კომისიის სამდივნო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საგამოცდო კომისიის სამდივნო (შემდგომ – სამდივნო), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბრძანებით. საქპატენტის თავმჯდომარე ამავე ბრძანებითვე ნიშნავს სამდივნოს უფროსს, რომელიც ხელმძღვანელობს სამდივნოს.

2.სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლები.

3.სამდივნოს ევალება საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის: ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა სარეგისტრაციო განაცხადების მიღება და წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება; ბ) საგამოცდო დავალებების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა; გ) საგამოცდო ინსტრუქტაჟის მომზადება და მისი გამოსაცდელი პირებისთვის გაცნობა; დ) საკვალიფიკაციო გამოცდის პროცესის ადმინისტრირება, ზედამხედველობა (დაკვირვება) და საგამოცდო უწყისის წარმოება; ე) საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, საგამოცდო პროგრამის განთავსების უზრუნველყოფა; ვ) გამოსაცდელის მიერ საკუთარი ნაშრომის გაცნობისა და გამოცდის შედეგის გასაჩივრების პროცესის მეთვალყურეობა; ზ) სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული ხასიათის დავალებების შესრულება. თავი IV საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება და საბოლოო შედეგები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
651152733 (დ…2 (და…111099 (და…13 (დ…10 (დ…11 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საერთო სასამართლოების …სახელმწიფოს მიერ დაფინ…საჯარო სამსახურში კონკ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა