საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1). საგამოცდო კომისია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგამოცდო კომისია ორგანიზებას უწევს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია ამ წესით დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასებაზე და ახორციელებს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები.

3.საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე.

4.საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქპატენტის თანამშრომლები; ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში; გ) პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).

5.საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია: ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა; გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა; დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეული ექსპერტის შრომა ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6515⁹5233 (დ…2 (და…151110911 (დ…13 (დ…10 (დ…9 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საერთო სასამართლოების …საავტორო და მომიჯნავე …საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა