საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 13. განგრძობადი პროფესიული განათლება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.პატენტრწმუნებულმა უნდა იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რაც გულისხმობს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების მუდმივ გაუმჯობესებას.

2.პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველ 2 წელიწადში სულ მცირე 10 აკადემიური საათი დაუთმოს განგრძობად პროფესიულ განათლებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

4.პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველი მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრამდე ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ გასული 2 წლის განმავლობაში განგრძობადი პროფესიული განათლების მისაღებად განხორციელებული ქმედებების შესახებ.

5.პატენტრწმუნებული ვალდებულია, ამ კანონიდან გამომდინარე, განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეინახოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

6.პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქპატენტის ან ასოციაციის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული, განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას ეს დოკუმენტაცია არსებობის შემთხვევაში.

7.საქპატენტი ვალდებულია უზრუნველყოს პატენტრწმუნებულთა განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამისთვის საჭირო კურსების დანერგვა. თავი V ასოციაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹22²4652¹⁰18111634853317 (დ…115¹13
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…პირისთვის საქართველოს …საქართველოს პატენტრწმუ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს საპატენტო …საქართველოს ადვოკატთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა