Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 11

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 11. პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სასწავლო პროგრამამასწავლებლის დასაქმებაპროფესიული მომსახურებაეთიკა და ანტიკორუფციასაავიაციო ლიცენზირებაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს. განგრძობითი განათლების სტანდარტი განსაზღვრავს განგრძობითი განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს.

2.პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს სამსახური.

3.სამსახური უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები მხოლოდ საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება აღიარებულ იქნეს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.

5.პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები.

6.პირთა გამოცდებზე დაშვების ან  საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით სამსახური აღიარებს პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს ან ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს).

7.პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პროფესიული ორგანიზაცია მას ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს. 7 1 . სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით. 7 2 . სერტიფიცირებული ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია სერტიფიცირებული ბუღალტერი.

8.სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს აუდიტის ჩატარების უფლებას, სანამ არ განხორციელდება მისი რეესტრში რეგისტრაცია.

9.განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები სამსახურის მიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა. თუ პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირი აღარ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს სამსახურს ამის შესახებ.

10.პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სფეროში დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

11.სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც სერტიფიცირებულ ბუღალტერს სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი IV რეესტრი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრი და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრი საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

რედაქციების შედარება

1. სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს. განგრძობითი განათლების სტანდარტი განსაზღვრავს განგრძობითი განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს. 2. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს სამსახური. 3. სამსახური უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები მხოლოდ საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება აღიარებულ იქნეს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური. 5.  პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები. 6. პირთა გამოცდებზე დაშვების ან  საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით სამსახური აღიარებს პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს ან ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს). 7. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პროფესიული ორგანიზაცია მას ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს. 7 1 . სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით. 7 2 . სერტიფიცირებული ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია სერტიფიცირებული ბუღალტერი. 8. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს აუდიტის ჩატარების უფლებას, სანამ არ განხორციელდება მისი რეესტრში რეგისტრაცია. 9. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები სამსახურის მიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა. თუ პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირი აღარ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს სამსახურს ამის შესახებ. 10. პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სფეროში დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 11. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც სერტიფიცირებულ ბუღალტერს სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი IV რეესტრი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრი და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრი საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ეთიკის ტრენინგ პროგრამები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გიდის სერთიფიცირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი
  • მასწავლებლის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22მუხლი 25მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 10მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15პროფესიული მომზადების პროგრამა და პროფესიული გადამზადების პროგრამა
  • 6პროფესიული განათლება
  • 8პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და მოდული

პროფესიული განათლების შესახებ

  • 10¹პროფესიული განათლების საფეხურები
  • 9ფორმალური პროფესიული განათლება
  • 7პროფესიული განათლების მიღების უფლება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 31ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 13განგრძობადი პროფესიული განათლება

პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმების, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტებისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

  • 1¹დამტკიცდეს „პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები“ თანდართული სახით (დანართი 1);

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 16საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება

განათლების შესახებ

  • 6სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹9763122252310156816131¹11
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…პროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…საქართველოს პატენტრწმუ…პირისთვის საქართველოს …

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო