საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 16. ასოციაციის წევრობის შეჩერება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; გ) თუ მან არ შეასრულა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება; დ) თუ ასოციაციის ეთიკის კომისიამ მას ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დაადო.

2.ამ მუხლის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი თავისუფლდება ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3.პირს ასოციაციის წევრობა აღუდგება ასოციაციისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ასოციაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შემთხვევაში პირს ასოციაციის წევრობას აღუდგენს მის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის ან ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ანდა იმ შემთხვევაში, თუ გასულია ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას.

5.პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5422¹22²21²21³2166¹⁸1019¹1327417152316
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…ადვოკატთა შესახებსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა