საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 28. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს ასოციაციის ეთიკის კომისია კოლეგიურად თავის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს.

2.ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პატენტრწმუნებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად ან წერილობით გამოთქვას აზრი, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.

3.ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჯაროა.

4.პატენტრწმუნებულისთვის ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასოციაცია ვალდებულია ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3535¹11²¹75²⁹15²2726232512322428
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…ადვოკატთა შესახებმედიაციის შესახებადვოკატთა დისციპლინური…საქართველოს ადვოკატთა …დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა