Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებმუხლი 17

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

მუხლი 17. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

რედაქცია №0კონსოლიდირებული · 29 მაი. 2024

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №1 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №0 (29.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუწყდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; გ) ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) თუ იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად თავის მიერ განსაზღვრულ იმ სფეროში, რომელსაც პატენტრწმუნებულის საქმიანობა მიეკუთვნება; ე) თუ იგი სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ზ) თუ ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რომლის დროულად აღმოჩენაც პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა; თ) თუ იგი არ იხდის ასოციაციის საწევრო გადასახადს; ი) თუ იგი არ ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას; კ) თუ იგი გარდაიცვალა.

2.ასოციაციის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ზ“ ქვეპუნქტით, „თ“ ქვეპუნქტით ან/და „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია ან ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას იგი ცნობად იღებს და საკითხის განხილვის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.

3.პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.ასოციაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს.

5.თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ, რომლის გამოც ასოციაციას პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის პროცედურა არ დაუწყია, საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში ჩაატაროს გამგეობის სხდომა, რომელიც პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

6.პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 მაი. 2024

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 16ასოციაციის წევრობის შეჩერება
  • 15ასოციაციაში გაწევრება
  • 29საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება

ადვოკატთა შესახებ

  • 21³ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
  • 21²ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება
  • 21ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 22¹პატენტრწმუნებულის დანიშვნა
  • 22²პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 10რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

მეწარმეთა შესახებ

  • 233კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 23 (დანართი 1)პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹22²21³21²2166¹⁸1023329521161523 (დ…17
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…ადვოკატთა შესახებსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 მაი. 2024 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 3 ნოე. 2026