სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

მუხლი 13. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილიავთანდილ კუჭავა

1.მმართველი ორგანო კოორდინაციას უწევს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, ხოლო მონაცემთა ბაზების ინტეგრირებასა და მართვას გადამხდელი სააგენტო ახორციელებს.

2.ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა ურთიერთდაკავშირებული მონაცემთა ბაზებისგან შედგება და მოიცავს: ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს; ბ) მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთებისა და მათზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებს; გ) დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომლის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო; დ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას − მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენის შესაფასებლად და შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად; ე)  სხვა მონაცემთა ბაზებს, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა  ბაზას.

3.მონაცემთა ბაზები ელექტრონულად იწარმოება და ინახება. შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.მმართველი ორგანო მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებსა და პროცედურებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹28³5¹313164623171014151613
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოფლის მეურნეობისა და …ინფორმაციის ერთიანი სა…ენერგეტიკისა და წყალმო…სამრეწველო ემისიების შ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა