Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებმუხლი 6

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025
თემები:SSI და ციფრული იდენტობაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიციფრული ბანკინგიგადახდის მომსახურებასაგადასახადო შეღავათირისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო: ა) უწყებათაშორისი კოორდინაციით შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიას და ხელს უწყობს მათ განხორციელებას; ბ) ახორციელებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვასა და ადმინისტრირებას, პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციას; გ) უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურებების, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობას; დ) თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი სერვისების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით; ე) ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან ინიციატივებს, მათ შორის, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საჯარო მოხელეთა სწავლებას; ვ) ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავებს და ნერგავს შესაბამის სტანდარტებს; ზ) ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის), ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge), იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებების გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან სტანდარტს და ხელს უწყობს მის დანერგვას; თ) მართავს და ავითარებს მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (ინფრასტრუქტურას); ი) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) ფარგლებში ადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან სტანდარტს; კ) შეიმუშავებს ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს და ხელს უწყობს მის დანერგვას; ლ) უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაციას; მ) ადგენს საჯარო სექტორში არსებული ღია მონაცემების გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს და უზრუნველყოფს ერთიანი პორტალის მეშვეობით მათ ხელმისაწვდომობას; ნ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შექმნასა და გამართულ ფუნქციონირებას; ო) ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციას და მისი საქმიანობის ზედამხედველობას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდსისტემის“ დანერგვასა და მონიტორინგს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს; რ) ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში შეისწავლის და აანალიზებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობას ამყარებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებების შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაციის უცხოელი პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის დროულად და სრულყოფილად წარდგენას; უ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით ხელს უწყობს ამ სფეროებში საქართველოს მიღწევების პოპულარიზაციას; ფ) ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მხარდაჭერას; ქ) შეიმუშავებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის მეთოდოლოგიას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინდექსის ყოველწლიურად წარმოებას; ღ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;​ ყ) უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; შ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.სააგენტო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს მომსახურება მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო მემკვიდრეობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერ რისკების მართვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • Google მიმოხილვების მართვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალგორითმული გამჭვირვალობა და აუდიტი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-01 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები
  • 4ტერმინთა განმარტება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 8¹ციფრული მმართველობის სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის უფლებები და მოვალეობები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 3ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 4სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 3სააგენტო
  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 9სააგენტო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 21საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში
  • 22საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებები საჯარო სამსახურის სფეროში

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8¹¹მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹¹348¹212238954166
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…ინფორმაციული უსაფრთხოე…ინფორმაციის ერთიანი სა…სახელმწიფო სერვისების …ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2025