საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 13. სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სავალდებულო დაზღვევის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (შემდგომ − ელექტრონული ბაზა) აისახება სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა მონაცემი. ელექტრონულ ბაზას ქმნის და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი. ელექტრონული ბაზა გამართულად და შეუფერხებლად უნდა ფუნქციონირებდეს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტრონულ ბაზაში სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ ასახვა.

2.ელექტრონული ბაზა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლისთანავე − უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესახებ მონაცემებს (რაოდენობა, უნიკალური ნომერი); გ) დაზღვევის დაწყების დროის და დასრულების დროის შესახებ მონაცემებს; დ) სადაზღვევო ლიმიტების და მათი ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს; ე) სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს; ვ) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მონაცემებს (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი, მიღებული შეტყობინებები, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე განცხადებები, დაზარალებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების ეტაპი და სტატუსი, ასანაზღაურებელი თანხის განცხადებული ოდენობა); ზ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ მონაცემებს (ოდენობა, გაცემის თარიღი, მიყენებული ზიანის სახეობა); თ) გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიების, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის და დამდგარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვების შესახებ მონაცემებს, როგორც ჯამურად, ისე თითოეული მზღვეველის მიხედვით.

3.ელექტრონულ ბაზაში ასახული მონაცემები ინახება 6 წლის ვადით.

4.ელექტრონული ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის ცენტრმა უნდა შექმნას და განახორციელოს ამ კანონის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

5.ელექტრონული ბაზის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად ცენტრი ვალდებულია ელექტრონული ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
580280179³ (…11183121184981313
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…სოფლის მეურნეობისა და …დაზღვევის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა