საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 19 (დანართი 1). საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი და ინსტრუქტაჟი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამოცდაზე შესვლამდე გამოსაცდელი იღებს ბარათს ადგილის მითითებით, რომლის შესაბამისადაც იკავებს ადგილს საგამოცდო დარბაზში.

2.საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

3.საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, სპეციალური საშვის მქონე პირები და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირები შესაბამისი სამკერდე მოწმობით (ბეიჯით). უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.

4.საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე სამდივნოს უფლებამოსილი პირი გამოსაცდელებს უტარებს ინსტრუქტაჟს ელექტრონული პროგრამის გამოყენების, საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისა და საგამოცდო დარბაზში ქცევის წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი გამოსაცდელებს, ასევე, ეგზავნებათ წინასწარ, წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

5.ინსტრუქტაჟი უნდა მოიცავდეს, ასევე, მითითებას იმის შესახებ, რომ გამოსაცდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოცდის პროცესში კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა სახის დაბრკოლების შექმნისას, საკვალიფიკაციო გამოცდის შესაბამისი ეტაპისთვის განკუთვნილი დროის დინება შეჩერდება იმ ხანგრძლივობით, რაც საჭიროა კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13027 (დ…1916121578101121 (დ…18 (დ…12 (დ…19 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს პატენტრწმუ…სახელმწიფო საზღვრის რე…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა