საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 21 (დანართი 1). საკვალიფიკაციო გამოცდიდან მოხსნა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 3 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელის მიერ წესრიგის უხეში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

2.უხეშ დარღვევად შესაძლებელია ჩაითვალოს: ა) გამოსაცდელი პირის მიერ გადაწერის მცდელობა/გადაწერა; ბ) გამოსაცდელი პირის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა; გ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა; დ) გამოსაცდელი პირის მიერ სხვა გამოსაცდელ პირთან კომუნიკაცია.

3.საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აკრძალულია საგამოცდო დავალებების რაიმე ფორმით გატანა (ფოტოს, ვიდეოს ან ქსეროასლის გადაღება ან რაიმე ფორმით დუბლირება).

4.სამდივნოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებიდან ერთ-ერთის დაფიქსირების შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება საკვალიფიკაციო გამოცდიდან, რის შესახებაც შედგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი გამოსაცდელი პირი. თუ გამოსაცდელი პირი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72¹11¹⁹130112108562015106 (და…18 (დ…19 (დ…20 (დ…21 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს სისხლის სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა