საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 108. საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურებანი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებითა და 107-ე მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

2.საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-7–მე-9 და მე-11 პუნქტებითა და 107-ე მუხლის მე-8–მე-10 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.

3.საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება. პარლამენტი მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ინიციატივით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.

4.საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე (მათ საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტებზე), რომელთა მისაღებადაც თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუ რომელიმე პარლამენტის წევრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1824580797297969810710610510975108
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა