Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 109

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 109. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 10 დღის ვადაში განიხილავს მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი ამ რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

2.პარლამენტის პლენარული სხდომისთვის მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი, აგრეთვე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები.

3.მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისთვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

4.გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისთვის სიტყვით გამოდის კანონპროექტზე მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს.

5.მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისთვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შესაძლებელია კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშე, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.

6.მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის დარიგება, რომელშიც ასახულია მესამე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, წამყვანი კომიტეტის აპარატის კანონპროექტზე პასუხისმგებელი პირისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ.

7.მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.

8.კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესი.

9.მეორე ან მესამე მოსმენისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს მისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემთხვევაში.

წინა მუხლი 108შემდეგი მუხლი 110

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 102მუხლი 107

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 107კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 105კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
  • 106კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 98კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
  • 96კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
  • 94კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
  • 46კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31⁴—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
774631⁴797671989694107102105106109
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026