Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 205

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 205. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტის მიერ ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს.

2.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის განსახილველად მისი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

3.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას.

4.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.

5.პარლამენტში ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის ბიუროს მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო განხილვაში ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს თანხმობით − მისი წარმომადგენელი.

6.თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის მიერ ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. 2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის განსახილველად მისი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. 3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას. 4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. 5. პარლამენტში ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის ბიუროს მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო განხილვაში ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს თანხმობით − მისი წარმომადგენელი. 6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 204შემდეგი მუხლი 206

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 204

მიუთითებენ მასზე

მუხლი 206

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 204იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა
  • 206იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 48იმპიჩმენტი
  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 77კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 10კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 21²
  • 40
  • 21¹

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 42მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4838771021²4021¹422120420623205
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026