Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 137

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 137. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით.

2.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს/წარადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან/და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი/წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მომხსენებლის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების მოხსენების/მოხსენებების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.

4.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ; ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე.

5.გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება განხილვა, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

6.განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას აცხადებს.

7.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს/წარადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან/და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი/წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მომხსენებლის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების მოხსენების/მოხსენებების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ; ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე. 5. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება განხილვა, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 6. განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას აცხადებს. 7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 136შემდეგი მუხლი 138

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 138

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 140სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება
  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 121უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
  • 124რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 40¹სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 99უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 102რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
663940¹9998102121124120138140136137
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026