Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 99

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 99. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

2.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.

3.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.

5.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

6.მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან თანამომხსენებლები: ა) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი; ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.

7.თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

8.მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.

9.კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეული არაუმეტეს 10 წუთისა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

10.გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 მარ. 2020
წინა მუხლი 98შემდეგი მუხლი 100

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-03-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 102

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 102რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
  • 97რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 101რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 121უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
  • 124რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 30რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 13აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 102ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 137სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 7აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71021029710112112412013302813799
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026