Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 138

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 138. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მისთვის გადაცემის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს, აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ისინი მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2.მიღებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს და დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

4.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არაუადრეს 5 დღისა. აღნიშნული პროექტის განხილვა გრძელდება საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების მოხსენებით/მოხსენებებით, რომლის/რომელთა ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს.

5.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით.

6.გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის/გამოდიან მთავრობის წევრი/წევრები.

7.პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.

8.პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის, შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნას გამოთქვამს ან გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.

9.თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

10.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

11.დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მისთვის გადაცემის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს, აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ისინი მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. მიღებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს და დასკვნას  პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არაუადრეს 5 დღისა. აღნიშნული პროექტის განხილვა გრძელდება საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების მოხსენებით/მოხსენებებით, რომლის/რომელთა ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის  ამ რეგლამენტით  დადგენილი წესით, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით. 6.  გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის/გამოდიან მთავრობის წევრი/წევრები. 7. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. 8. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის, შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნას გამოთქვამს ან გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 9. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა. 10. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. 11. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 137შემდეგი მუხლი 139

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 137

მიუთითებენ მასზე

მუხლი 140მუხლი 164

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 139სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
  • 140სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 37სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება
  • 38სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 42კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 31მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31663937384298120135140137164139136138
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო აუდიტის სამ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026