Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 136

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 136. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის განრიგის შედგენას.

2.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი მიღებისთანავე ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი და მათი განხილვის განრიგი განრიგის შედგენის მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეგზავნება მხოლოდ აღნიშნული განრიგი.

4.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები (გარდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს სამინისტროებისგან, სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

7.საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი მოადგილე, ხოლო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში − აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი.

8.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისთვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს.

9.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

10.პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

11.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა. აღნიშნულ პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობა.

12.წინადადებები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს.

13.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები პარლამენტში მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ამასთანავე, ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს.

14.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

15.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განხილვაში მონაწილე პარლამენტის კომიტეტები (გარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი მათთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში განიხილავენ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განიხილავს აგრეთვე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მისთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

16.პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს, განიხილავს და აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

17.პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დასკვნის პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 18 ნოემბრისა, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

წინა მუხლი 135შემდეგი მუხლი 137

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 139

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 139სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
  • 138სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და კანონის მიღება
  • 135სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 38სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა
  • 37სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 98რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 25საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა
  • 28საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 31მოხსენებები, ანგარიშები და დასკვნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3166393837252898120139138135136
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საბიუჯეტო სისტემისა და…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026