საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 141. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი სფეროების მიხედვით.

2.ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.

3.საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მას განიხილავენ მათი სფეროების მიხედვით. ისინი უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვონ და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვების შედეგები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარედგინება პარლამენტს, რომელმაც შეიძლება განიხილოს ისინი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი სფეროების მიხედვით. 2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მას განიხილავენ მათი სფეროების მიხედვით. ისინი უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვონ და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვების შედეგები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარედგინება პარლამენტს, რომელმაც შეიძლება განიხილოს ისინი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3166395446103104134135142159133141
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო აუდიტის სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა