საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 217. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით იქმნება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.

2.მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3.მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია უფლებამოსილია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე პარლამენტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება.

4.მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო თანამომხსენებელი − პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებით შეიძლება დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით იქმნება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები. 2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 3. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია უფლებამოსილია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე პარლამენტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება. 4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო თანამომხსენებელი − პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებით შეიძლება დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
636404119362912532216218217
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…დიპლომატიური სამსახური…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…უმაღლესი განათლების შე…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა