Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 232

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 232. ეთიკის საბჭო და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.

2.პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას.

3.პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4.ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ფრაქციის მიერ წარდგენილი ეთიკის საბჭოს წევრი წელიწადში ერთხელ როტაციას ექვემდებარება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.

5.შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამკვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.

6.ეთიკის საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

7.ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.

8.ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ეთიკის საბჭოს სამდივნო, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.

9.შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოში შესული საჩივრები მომდევნო მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოს არ გადაეცემა. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. კარი IX. პარლამენტის აპარატი და პარლამენტის დაცვა თავი XXX. პარლამენტის აპარატი და პარლამენტის დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 231შემდეგი მუხლი 233

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 53პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 88პოლიტიკური დებატები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 155ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 127ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

მედიაციის შესახებ

  • 15¹ეთიკის კომისია

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15ეთიკის ნორმები

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

ადვოკატთა შესახებ

  • 28საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
152841127221552915¹7325388232
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …მედიაციის შესახებეროვნული მარეგულირებელ…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026